შავი ლენონები

6 Jan

რა არის ცხოვრება თუ არა ერთი დიდი ფარსი ?! მეც ამ ფარსის მოთამაშე ვარ, იძულებით თუ ნებაყოფლობით. ჩემი ისტორიაც ისეთივეა, როგორიც თქვენი, მხოლოდ ერთი განსხვავებით : ის ჩემია და არა თქვენი !

  • როგორ ხარ ნინუს ? – ქუჩაზე გადასვლისას გამაჩერა ბოხმა ბარიტონმა და თითქოს ადგილზე გამაქვავა.
  • კარგად, მაგრამ ვიცნობთ ერთმანეთს ?
  • ნახე რა, ბაღის სიყვარულიც რომ არ ახსოვს! როგორ გამცვალე მაშინ და კეკელიძეს როგორ ეცეკვე, ჰა?
  • ვაიმე ნიკუშ ! ჰაჰაა ! როგორ ხარ სად გაქრი ?
  • რავი ნარმალნა. მე კი არა შენ არ კადრულობ გენაცვალე უბანს. საით მიდიხარ ?
  • სამსახურში. გავიქეცი ეხლა, გნახავ მერე.
  • კაი მიდი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი დღე გაბადრული სახე მქონდა.როგორ გამიხარდა ნიკუშას ნახვა…

* * *

  • აუ მიდი რა გამოდი უბანში. – აწრიპინდა ჩემი ფეისბუქი და მეც ლეპტოპთან მივირბინე.
  • სად და რამდენ ხანში ?
  • 10 წუთში გადასახვევთან, სკამები რომ არის იქ.
  • არ მალოდინო.
  • როგორ გეკადრებათ.
  • ბუუჰ ! არ შეგეშინდა ?
  • ეგეთი ადვილი არაა ჩემი შეშინება. – ვუთხარი სიცილით.
  • რას შვრები აბა ?
  • რავიცი, შენ გელაპარაკები.
  • არა ზოგადად.
  • ვსწავლობ, ვვარჯიშბ და ვმუშაობ. შენ ?
  • ვბეზდელნიკობ მაგრად.
  • ჰაჰა, ვერ იზამ შენ.
  • შენ ეგ თქვი.
  • აუ რამდენი ხანი არ მინახიხარ ტო. გაზრდილხარ, გალამაზებულხარ.
  • არც შენ დაგიკლია ხომ იცი ? – ვუთხარი სიცილით და ავათვალიერე. გრძელი ქერა თმა, ცისფერსა და ჭაობისფერს შორის გარდამავალი თვალები, ცასხმული ტანი, „ბაბულიკური ზმანი“, და რაც მთავარია, სავი ლენონები, ისე უხდება ეს ლენონები, მხოლოდ ამისთვის შეგიყვარდებოდა ეს ბიჭი.

ცოტა ვილაპარაკეთ, ერთმანეთს გადავეხვიეთ და სახლებში დავბრუნდით. ვსაუბრობდით ყოველ დღე და ყველაფერზე, თავისუფლად.

* * *

  • გამოხვალ ?
  • რავი, შენ ?
  • მაგიტომ გეკითხები.
  • კი.
  • გამო ხოდა.
  • ისევ იქ.
  • ბუუჰ ! კაი ისევ არ შეგეშინდა ?
  • ნწუ. ვერ შემაშინებ შენ მე. – ვთქვი დარწმუნებულმა, ორივეს გაგვეცინა, სკამებისკენ წავედით და ლაპარაკი დავიწყეთ.
  • რას დაგპირდი, რომ გნახავ რას ვიზამთქო, გახსოვს ?
  • არა, რას დამპირდი ?
  • აბა გაიხსენე.
  • არ მახსოვს!..
  • დავაგინო ეხლა, რომ ძალიან კარგად გახსოვს ?
  • არა იყოს…
  • და რა მიპასუხე ? ვერაო ხო ?
  • არა-თქო ! ვერა არ არსებობს !
  • და რატომ „არ“ გაკოცებ მაშინ ?
  • იმიტომ 1
  • იმიტომ პასუხი არ არის !
  • არის !
  • არ არის. – ჩუმად მითხრა და ნაზად დასწვდა ჩემს ყელს, შემდეგ ლოყას, თვალებს, საფეთქელს, ცხვირს და ტუჩებთანაც გადაინაცვლა.
  • ნუ მიყოლიებ ! – თავი დავიძვრინე მისი მკლავებიდან.
  • რატომ ?
  • იმიტომ ?
  • რისი გეშინია ? ვინმე გაიგებს, რომ ნინას გაკოცე თუ რა ბაზარია ?
  • მე ეგ არ მითქვამს 1
  • ანუ არ მოგწონვარ ? რომელი შენი შეყვარებული იყო ჩემზე სიმპატიური. – ყველაზე სერიოზულ მომენტებშიც კი არ კარგავდა იუმორის გრძნობას.
  • მე ეგ არ მიტქვამს.
  • ანუ შენც ისევემოგწონვარ როგორც მე ?!
  • არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
  • მაშინ მითხარი რისი გეშინია ?
  • არაფრის. სახლში ჩამაცილე რა.
  • სულ ორი წუთიც და მერე, დაინიშნე თუ გინდა ორი წუთი, მაგრამ ჩამეხუტე.

მთელი ძალიათ ვეკვროდი საყვარელ ბიჭს გულზე, თუმცა მეშინოდა „ჩვენი“ არსებობის. მეშინოდა არა ჩემი, არა მისი, არამედ ჩვენი, ორი გიჟის ერთად ყოფნის. არ მინდოდა ეს ურთიერთობა უბრალო გართობა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მასტან თავს დაცულად ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მსიამოვნებდა თითოეული მისი სიტყვა, შეხება, კოცნა.

ჩემს ყელზე დასრიალებდნენ მისი დიდი, წიტელი ტუჩები, მე კი ხმას ვერ ვიღებდი, დავმუნჯდი, გავშეშდი. უბრალოდ მაგრად ვეხუტებოდი და მის გულისცემას ვუსმენდი, მის რიტმულ და ხშირ სუნთქვას. მეშინოდა, არა მისი დაკარგვის, არამედ იმის, რომ შეიძლებოდა შემყვარებოდა და კონტროლი დამეკარგა.

  • ჩამაცილებ ? – ისევ მე დავარღვია იდეალური სიჩუმე.
  • წამო. – ნაწად მაკოცა ტუცზე და წელზე ხელი მომხვია. – აუ, გთხოვ რა. ნუ ხარ ესე.
  • როგორ ესე ?
  • დაგრუზული და რარაცნაირად.
  • არ ვარ რაღაცნაირად.
  • ხარ და არ მინდა, რომ ესე იყო. გამიღიმე ეხლა და დამპირდი.

ქვედა ტუჩზე ვაკოცე დაპირების ნიშნად, გაეცინა და მიპასუხა : ამას დაპირებად მივიღებო!

თიტქმის სახლთან ვიყავი, რომ მომაბრუნა და კოცნა სცადა : – გიკბენ იცოდე !მაგრამ ვინ მომისმინა?! ხოდა მეც ქვედა ტუჩზე ვუკბინე.

  • ეს 1:0, მაგრამ წინ მაქვს ყველაფერი ჯერ !

I love the players and he love the games !

06.01.2014 წელი

Shopping in Tbilisi , Rustaveli 42

4 Jun

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. დაგიბრუნდით  ჩემთვის უსაყვარლესი თემით : შოპინგი.

გუშინ (მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღე მქონდა, თუმცა მე რისი მე ვიქნებოდი მაღაზიებში, რომ არ გამევლი ) მეგობრებთან ერთად შევიარე ვიდეო შოპინგე რუსთაველის 42-ში.

ზარას მასიმო დუტი, ბატა, ბალდი, კოტონი, ალკოტი, მანდარინა, პენტი, კონვერსი, და სხვა მრავალი ბრენდის მაღაზია შეგიძლიათ იხილოთ აქ და რაც მთავარია ძალიან კარგად იშოპინგოთ.

მოდით ბევრს არ ვილაპარაკებ და პირდაპირ შემოგთავაზებთ იმ 10 ქალის და 5 კაცის ლუქი, რომლებმაც მომაჯადოვა.

1. ყვითელი კაბა და ჯინსის მოსაცმელი.  მისი ჩაცმა თითქმის ყველგან შეგეძლებათ. იდეალური ლუქია მეგობრებთან ერთად კაფეში კარგი დროის გასატარებლად თუ ემზადებით.

IMG_0178

2. თეთრი დაშვებული მაისური შავი წარწერით ” Loser ” და შავ-თეთრი მოკლე შარვალი. მადვილად მშვენიერია ყოველდღიური ლუქისათვის.

IMG_0179

3. ულამაზესია საქმიანი შეხვედრისთვის ან მეგობრებთან ერთად კაფეში წასასვლელად. შეიძლება ითქვას ჩემი ერთერთი ფავორიტია.

IMG_0175

4. ძალიან დახვეწილი, ქალური და ორიგინალურია.

IMG_0186

5. მშვენიერი და თვალშ მოსახვედრის ყოველდღიურობისათვის.

IMG_0190

6. იდეალური ქურთუკი და ქვედაბოლო, რომელიც ნამდვილად დაგამშვენებთ !

IMG_0191

7. ჩემი საყვარელი სტილის ლუქიც აღმოვაჩინე და ძალიან განსხვავებული და ლამაზია, დამეთანხმებით.

IMG_0202

8.შავი “პიჯაკი” და ამავე ფერის, მაქმანიანი, მოკლე, კლასიკური შორტი. იდეალური კომბინაცია, რომლის შიგნითაც შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერი ფერის პერანგი და გაახალისოთ ლუქი.

IMG_0201

9. ძალიან სადა და ნაზი კომპბინაცია, რომელიც ყველა ქალს დაამშვენებდა.

IMG_0214

10. ყვავილებიანი კაბა და კვლავ კინსის მოსაცმელი. დამეთანხმებით, რომ ახლანდელი თბილისის მთავარი ტენდენცია სწორედ ჯინსის მოსაცმელია, რომელსაც ქალების 90 % ატარებს და არც მამრობითი სქესი ჩამოგვივარდება. თუმცა, რამდენსაც არ უნდა ეცვეს , ყველას ერთნაირ ელფერს როდი შესძენს.

IMG_0261

1. სიტყვები ზედმეტია, კლასიკური და თანამედროვე სტილის მშვენიერი ნაზავი.

IMG_0211

2. ახალგაზრდა მამაკაცის ზაფხყულის ლუქისათვის იდეალურია, რომელმაც ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული.

IMG_0230

3.  თავისუფალუ მაისური, ჯინსი და მოსაცმელი.  ყველა სიტუაციისათვის იდეალურია.

IMG_0246

4. უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის…

IMG_0226

5.  ჩემი ფავორიტი მამაკაცის ლუქი 3 ივნისის ვიდეო შოპინგიდან.

IMG_0229

 

იმედია გაგინჩნდათ სურვილი წახვიდეთ რუსთაველზე და აარჩიოთ თქვენთვის, თქვენი მეორე ნახევრისთვის, შვილისთვის, მეგობრისთვის ან სხვა ძვირფასი ადამიანისათვის სასურველი სამოსი და აქსესუარი. ეს ფოტო გალერეა კი უფრო კარგად დაგეხმარებათ პირველადი წარმოდგენა შეიქმნათ, თუ რა დაგხვდებათ იქ.

Happy B.Day to me

3 Jun

ზუსტად 16 წლის წინ, ანუ 1998 წლის 3 ივნისს, ზუსტად ამ დროს 08:54-ზე დედამიწას მოევლინა ყველაზე საყვარელი, ნიჭიერი და მომავალში ძალიან წარმატებული ადამიანი. მინდა საკუთარ თავს მივულოცო Sweet 16 და “მოვუწოდო”, არ დანებდეს და ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი წარმატებისთვის. ჩემო უსაყვარლესო ქვეცნობიერო, გილოცავ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, თუმცაღა შენთვის საუკეთესო ჩემთვის სავალალოა. მოდი, ყოფილიყოს ისე, რომ უბრალოდ ჩვენ მიზნებამდე მივაღწიოთ და მერე ყველაფერი კარგად გვექნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯიჯი, კეტრინ.

აქსესუარი – ქალის სავიზიტო ბარათი

27 May

აქსესუარი, ეს ის არის, რაც ნებისმიერი ვიზუალის ქალს, ყველა სიტუაციაში უფრო მშვენიერს და მიმზიდველს ხდის. აქსესუარების საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ყოველდღიური სამოსი უფრო მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი გახადოთ, რაც ნამდვილად არ გამორჩება არცერთი მამაკაცს თვალს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ძირითად ხერხს, რომელიც მამაკაცებისათვის უფრო თვალშისაცემს გაგახდით, ანდაც უბრალოდ ყოველდღიური სამოსის გაფერადებასა და გახალისებაში დაგეხმარებათ.

დღვანდელობის ყველაზე დიდი ტენდენცია აქსესუარებში მოგეხსენებათ და მეტალებია. გთავაზობთ რამდენიმე მეტალის აქსესუარს. :

მეტალის მასიური ყელსაბამი უბრალო მაისურზეც კი მდიდრულად ჩანს და დამერწმუნებით, ნამდვილად თვალშიმოსახვედრია.

Image

Image

Image

მეტალის სამაჯური საქმიანი ქალბატონებისათვის ცოტა ხელისშემშლელია, მაგრამ მანდვილად ლამაზი.

 Image

Image

ასევე შეგიძლიათ სცადოთ ტყავის სამაჯური მეტალის დეტალებით.

 Image

და ასევე დიდი, ფერადი და წვრილი მეტალის სამაჯურების კომბინაცია.

 

 Image

 

მეტალის მასიური ბეჭედი

კამეა ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნაკეთობაა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

 Image

Image

Image

 Image

საყურე ჩემი უსაყვარლესი დეტალია, რომელიც არასდროს მტოვებს და მუდამ განსხვავებულ ელფერს მატებს ჩემს ყოველდღიურობას. ეს კი ჩემი ფავორიტი საყურეა, რომელიც ძალიან მდიდრული და ამავდროულად ახალგაზრდული შეხედულებით გამოირჩევა.

Image

შეგიძლიათ სცადოთ მეტალებისა და მინერალური ქვევის კომბინაცია. მოხატული ხის მძივების, ტყავის, ფერადი ძაფებისა და ნაჭრების კომბინაციებიც. მეტი მრავალფეროვნებისათვის იხილეთ დამატებითი ფოტოები.

ჩემი რჩევა კი ასეთი იქნება : ნუ უყურებთ ფას და ბრენდს. რა თქმა უნდა თავის მოწონება და ტრაბახი ქალებს გვიყვარს, მაგრამ შეიძლება უბრალო სამკაული ანდაც თქვენი ხელით გაკეთებული აქსესუარი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდეს.

წარმატებები ექსპერიმენტებში.

კეთილი სურვილებით

M

ImageImage

Image

Image

Image

შენი ღიმილი მიყვარს, ალბათ შენც.

11 May

ალბათ მიყვარხარ. საიდან დავასკვენი ? არავისთან არ მიგრძვნია თავი ასე მშვიდად და თან აი ესე ნერვიულად. ზედმეტს არ ვლაპარაკობდი, შენ და შენს ძმაკაცს გისმენდით როგორ გულმოდგინედ მიყვებოდით თქვენი საძმაკაცოს ამბებს. აკეთებდი იმას, რაც ყველაზე მაგრად გამოგდის – იცინოდი ! უბრალოდ მაგიჟებ. არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, რომ მარცხენა ფეხი მიკანკალებდა (რასაც ძლიერი სტრესული ან ემოციური ფონი იწვევს ხოლმე ჩემში), როცა თავი ჩემს კალთაში გედო და სიგარეტს ეწეოდი, თან    ი ც ი ნ ო დ ი . აი ისე, მე რომ მიყვარს, შენ რომ იცი. ვიცი, რომ ყველასთვის არ ხარ ბიჭის იდეალი, ეწევი, თამაშობ, სვამ… არ მაინტერესებს ! შენ ჩემი იდეალი ხარ ! ყველაზე საყვარელი და თბილი, მიუხედავად იმისა, რომ არა ყველასთვის და ყველგან უბრალოდ ჩემთვის ხარ ის, ვინც ხარ და ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ.

ას ორმოცდათხუთმეტი ათასი მინდა ეხლაო თქვა. მეც ვუპასუხე ეხლა 155 ათასი, რომ მქონდეს აქ არ ვიჯდებოდითქო. შენკიდე თავი ჩემს მხარზე გედო და მითხარი მე მაინც აქ ვიქნებოდიო. მერე სენ ძმაკაცს მიუბრუნდი და უთხარი, ამისთვის მოვიდოდი და წავიყვანდიო.

მაშინ, როცა გახვედი შენი ძმაკაცი ღადაობდა. აუ ეხლა რომ მოვა უთხარი შეყვარებულმა დამირეკა უნდა ვნახო-თქო და პროსტა რეაქცია ნახეო. მიხედავად იმისა, რომ “მესიჯი” დაწერა ჩემს მობილურში და მერე ნახე, გაგეცინა და უცებვე მიხვდი.

აი ეს მიყვარს შენში ! უბრალოდ იცი, რომ ისეთი არ ვარ როგორადაც მიცნობენ. იცი, რომ საყვარელი და ნაზი გოგო უფრო ვარ, ვიდრე მტკიცე, ნაგლი და ბუჭური გოგო. მიყვარხარ როგორიც ხარ ! ჩემთვის იდეალური და სულ ფეხებზე მკიდია სხვისთვის ხარ თუ არა იდეალი ! რაც მთავარია შენი ღიმილი, ხომ ჩემთვის იდეალურია ?!

მიყვარხარ !!

2 Mar

არ მიტყდება , არ მრცხვენია იმისი აღიარება, რომ ახლა ყველაზე მეტად მინდა გვერდით მეწვე, გეხუტებოდე და შენს ალუბლისფერ, სავსე ტუჩებს ვკოცნიდე. ვაღიარებ, მინდა შენს სუნს ვგრძნობდე. მინდა შენი შეხებისას მაჟრიალებდეს. მინდა შენი გულის ძგერა ჩემსას ემთხვეოდეს. მინდა გეფერებოდე დაკუნთულ მკლავზე, გეთამაშებოდე დაბუშტულ ცხვირზე. თითებით ვსრესდე შენს მადის აღმძვრელ ტუჩებს და შენს თბილ თვალებში ვიძირებოდე. არ მიტყდება, არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ !!

სწორედ ამიტომ…

21 Feb

– გენატრება ?

– მაგრად …

– მოძებნიდი ?

– ალბათ …

– ეხლა რატომ არ ეძებ ?

– არაა სჭირო …

– რატომ ?

– ყველაზე ნამდვილი გრძნობა ისაა, რომელსაც შიგნით, ღრმად, გულში ინახავ და არაფერს ააშკარავებ.

– გიყვარს ?

– მაგრად !..

– მოძებნე რა …

– არასდროს !

– რატომ ? შენ ხომ გიყვარს ?

– სწორედ ამიტომ … ❤